LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ეს ძალადობის ბარბაროსული გამოვლინებაა“ – პრეზიდენტი ჩაპლინოს რკინიგზის სადგურის დაბომბვაზე

72
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსების მიერ ჩაპლინოს რკინიგზის სადგურის დაბომბვას სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმიანება.

რუსებმა ჩაპლინოს რკინიგზის სადგური დაბომბეს – დაიღუპა 15 ადამიანი

როგორც პრეზიდენტი წერს, მომხდარით შოკირებული და დამწუხრებულია და გლოვობს ტრაგიკულ დანაკარგს:

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ უკრაინაში ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის გამო.

საშინელი თავდასხმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ბარბაროსული გამოვლინებაა.

ვგლოვობ ამ ტრაგიკულ დანაკარგს. საქართველო უკრაინელი ერის გვერდით დგას!“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რაიონში, ჩაპლინოს რკინიგზის სადგური გუშინ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

ოლენა ზელენსკა: „როდესაც მეკითხებიან, რა იყო ყველაზე საშინელი ომის 6 თვის განმავლობაში, გულწრფელად ვამბობ, რომ ყველაზე საშინელი ყოველ ჯერზეა“

ჩაპლინო დღეს ჩვენი ტკივილია…ამ დროისთვის 22 დაღუპულია, მათგან 5 ავტომობილში დაიწვა და დაიღუპა 11 წლის მოზარდიც: ვოლოდიმირ ზელენსკი

 

magti 5g