51 წლის ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი საზოგადოების აღფრთოვანებას განაგრძობს. ის შეუდარებლად გამოიყურება და გულშემატკივრებს ფოტოებით მუდმივად ანებივრებს, თუმცა, უკანასკნელმა პიკანტურმა ფოტომ ინტერნეტში რეკორდი მოხსნა.
ჯეი ლომ „ინსტაგრამის“ საშუალებით ფოტო გაავრცელა, სადაც საკმაოდ გულახდილი საცურაო კოსტიუმით პოზირებს.
„შოკისმომგვრელ ფორმაში ხარ “, – წერენ კომენტარებში
https://www.instagram.com/p/CFVfdLzJ81E/
შეგახსენებთ, მომღერალი და მსახიობი საკუთარი პროფესიული საქმიანობის გარდა, დიზაინერობითაა დაკავებული. რამდენიმე თვეა, რაც ლოპესმა ფეხსაცმელების ხაზი გამოუშვა. სულ ცოტა ხნის წინ კი მან ახალი კოლექცია წარადგინა და თავისი გემოვნებით შექმნილი ფეხსაცმელი თავად მოირგო.
ჯეი ლო ფეხსაცმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს - 51 წლის ვარსკვლავის საოცარი ფოტოსესია
მოდელები ნებისმიერი გულშემატკივრისთვისაა ხელმისაწვდომი, მისი ფასი 61.80 ფუნტია