ყველამ კარგად იცის, რომ შოკოლადი სტრესის საუკეთესო წამალია და ქრონიკულ დაღლილობასაც კურნავს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უგემრიელეს ტკბილეულს კიდევ უამრავი სასარგებლო თვისება აქვს.
როგორც ამერიკის ჯანმრთელობის ცენტრის მკვლევარები ამტკიცებენ, შავი შოკოლადი და პირველ რიგში კაკაო-ფხვნილი, რომლისგანაც ის მზადდება, უფრო მეტ პოლიფენოლს, ფლავანოლს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ვიდრე ბროწეულის, შტოშის, შავი მოცვის წვენი და ბევრად აქტიურად ებრძვის ორგანიზმისთვის დამღუპველ ჟანგვის პროცესს.