იტალიელმა შეფ-მზარეულმა ენცო ნერიმ ქართული ხინკლით შთაგონებულმა, ახალი კერძი შექმნა – შოკოლადის ხინკალი.
კრემი შოკოლადი, ფორთოხალი და ცოტა პიტნა – ამ გემოების ნაზავი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.
“გახსოვდეთ, ეს დესერტია და არა კლასიკური ხინკალი” – ამბობს ქართული სამზარეულოს მოყვარული იტალიელი მზარეული.
ვიდეოში, სადაც ის ამ კერძს აკეთებს, მომზადების წესს და საჭირო ინგრედიენტებსაც იხილავთ.
გადაცემა, რომლის ფარგლებშიც იტალიელმა მზარეულმა შოკოლადის ხინკალი მოამზადა, ირინა ხანგოშვილის ავტორობით შექნილი ახალი პროექტია, რომელიც რადიო თავისუფლების თანამონაწილეობით შექმნილ რუსულ არხზე “რეალურ დროზე” გადის. გადაცემის სახელია “გელოდებით სტუმრად, ზურაბ დვალთან ერთად”.