რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი გიორგი წიკლაური სტუმრობდა, რომელიც თემურ თათარაშვილთან ერთად შექმნილი ახალი სიმღერის პრემიერით მოვიდა, სახელწოდებით „შოკოლადის წვიმა“. მან პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზა ცოცხალი შესრულება და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. თემურ თათარაშვილი, გადაცემას სატელეფონო ჩართვით შემოუერთდა.
როგორ შეაჯამებდი 2019 წელს?
დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის, 2019 წელი იყო ნორმალური წელი და რაც შეეხება 2020-ს დაიწყო აქტიურად.
ვისაუბროთ იმ სიმღერაზე, რომელსაც დღეს შეგვისრულებ და რომლის ავტორიც ცირა ბზიშვილია…
ეს სიმღერა ძალიან მიყვარს და არის ჩემი ცირა ბზიშვილის დაწერილი, ეხლა ვგეგმავთ ვიდეორგოლის გადაღებას, სცენარიც იწერება. გვინდა, რომ გადავიღოთ საქართველოს გარეთ. ცირას ეკუთვნის ტექსტი, მუსიკა და არანჟირება, სიმღერის სახელწოდებაა „მაინც მიყვარხარ“.