19 ივლისს, ბათუმში, კლუბი „სექტორი 26“ საზეიმოდ გაიხსნება. ამ თარიღისთვის კლუბის მენეჯმენტმა არაჩვეულებრივი სტუმარი შეარჩია. Shola Ama დღეს საღამოს შვიდ საათზე უკვე აჭარაში იქნება. კლუბის გახსნაზე ის თავის საუკეთესო სიმღერებს შეასრულებს, რომელთა შორისაა ცნობილი სიმღერა You Might Need Somebody. სწორედ ამ კომპოზიციას ის სალომე ბაკურაძესთან ერთად იმღერებს. სალომე თავადაც ასრულებს ხოლმე მას, ბენდთან გამოსვლისას და ახლა კარგი შესაძლებლობა მიეცა, საინტერესო მუსიკოსთან ერთად იმუშაოს.
სალომე ბაკურაძე:
19 ივლისს, „სექტორ 26“-ის ოფიციალური გახსნაა და დიდი ამბები გვაქვს. კლუბს სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვევა Shola Ama, გვიხარია. ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან მის ერთ-ერთ სიმღერას You Might Need Somebody მეც ვმღერი ხოლმე, ამჯერად კი მასთან ერთად შესრულების საშუალება მომეცემა. ვფიქრობ, დიდი სიამოვნება იქნება ასეთ კარგ მუსიკოსთან ერთად სცენაზე დგომა (იღიმის).
შოლა ამამ აქტიურობა 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც Turley Richards’ “You Might Need Somebody”-ის ქავერი ჩაწერი და საყოველთაო პოპულარობა ად აღიარება მოიპოვა. ამას ოთხი ალბომი აქვს გამოცემული, ყველაზე მეტად ცნობილი 90-იანების ბოლოს გახლდათ.