მადამ ტიუსოს ბერლინში მდებარე მუზეუმს შონ მენდესის ცვილის ფიგურა შეემატა. ფოტოებზე, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ კანადელი მომღერლის ექსპონატი 2018 წლის ჰიტზე – In My Blood გადაღებული ვიდეოს შთაგონებით შექმნეს.
შეგახსენებთ, რომ In My Blood შონ მენდესის სახელობითი მესამე სტუდიური ალბომის – Shawn Mendes ლიდ სინგლია. სიმღერა 61-ე ,,გრემიზე” ,,წლის სიმღერის” ნომინაციაში წარადგინეს.