შონ მენდესმა და კამილა კაბეიომ თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუწყვეს. ყველასთვის მოულოდნელად, თანამედროვეობის საუკეთესო შემსრულებლებმა მეორე ერთობლივი სიმღერის გამოსვლის შესახებ განაცხადეს.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავებს დუეტის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი არ გაუმხელიათ.
კანადელმა და კუბელმა მომღერლებმა ფანებს ახალ სიმღერაზე გადაღებული კლიპის კადრები გაუზიარეს.
შეგახსენებთ, რომ შონ მენდესმა და კამილა კაბეიომ პირველად, 2015 წელს, სინგლისთვის I Know What You Did Last Summer ითანამშრომლეს.