ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანში სტალინის ძეგლი აღმართეს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ადგილობრივებმა ის გუშინ გვიან საღამოს შენიშნეს და მისი დადგმა საღებავების შესხმით გააპროტესტეს.
მოსახლეობის ინფორმაციით, ძეგლი ერთ-ერთი ყოფილი ქარხნის ეზოში იყო. ვინ გადმოიტანა ან როდის დაიდგა ის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან, მათთვის უცნობია.
ისინი ახსნა-განმარტებებს ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ.