LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილს საქართველო ძალიან მოენატრა და ამიტომ შემოიპარა…მისი ჩამოსვლა რაღაც მიზანს ემსახურებოდა” – მაკა ბოჭორიშვილი

332
BeFunky-collage - 2023-07-16T014316.467

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილს საქართველო ძალიან მოენატრა და ამიტომ გადაწყვიტა საქართველოში შემოპარვა. მისი საქართველოში ჩამოსვლა რაღაც მიზანს ემსახურებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ის საპატიმროში წასასვლელად არ შემოსულა საქართველოში, ის ფიქრობდა რომ სცენაზე დადგებოდა და არა იქ, სადაც დღეს არის. მაგრამ ამ ყველაფრის უკან რაღაც მიზანი დგას ან რაღაცისთვის კეთდება ეს ყველაფერი და არის კითხვა – რა არის ეს და რატომ ასეთი ქმედებები.

საბოლოო ჯამში ამ ყველაფრით ქართული სახელმწიფო ზიანდება, ზიანდება საქართველოს რეპუტაცია, რადგან კამპანია, რომელშიც უამრავი თანხა იხარჯება, რომ სააკაშვილის სახელით შეურაცხყონ საქართველო და ეს ადამიანი გამოყენებულია ამისთვის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები