შოთა არველაძე კორონავირუსგან განიკურნა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას გამხნევებისთვის მადლობას უხდის.
“ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი დამარცხებულია. მადლობა ყველას, გამხნევებისთვის და თბილი კომენტარებისთვის. ყველას ჯანმრთელობას, ინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,”-წერს შოთა არველაძე.
