მთავარი პროკურორი იმედოვნებს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. ირაკლი შოთაძის თქმით, ამისთვის ბრალდების მხარემ ყველა საჭირო მტკიცებულება წარადგინა.
”კაბელების პროცესი საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს და ბრალდების მხარემ ამ საქმეზე წარადგინა არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დგინდება კონკრეტული პირების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ეს დადასტურდა არამარტო წინასწარი გამოძიებით, არამედ სასამართლოში ჩატარებული გამოძიებით, კონკრეტულად ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით. ჩვენი პოზიცია არის მყარი და ერთადერთი მოლოდინი არის გამამტყუნებელი განაჩენი ყველა ბრალდებულის მიმართ,” – განაცხადა შოთაძემ.
”კაბელების საქმეზე” დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართება.
