LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთი ტატიშვილი: „გული მწყდებოდა, მეც მინდოდა, მამაზე მოსაყოლი მქონოდა…“

21177
shoti

შოუმენისა და ექიმის ვაჟი, შოთი ტატიშვილი, რომელიც ოთარ ტატიშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ჟურნალ „სარკესთან“ მამასთან ურთიერთობის შესახებ გულწრფელად საუბრობს და ამბობს, რაზე სყწდება გული ყველაზე მეტად.

როცა თქვენი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ძმები პატარები იქნებოდით. როგორ აღიქვით ეს ფაქტი, იქონია რაიმე გავლენა თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე?

შოთი ტატიშვილი: 

მე მაშინ 9 თვის ვიყავი, ზუკა – 6 წლის. მან მტკივნეულად განიცადა, მე კი, სანამ სკოლაში არ მივედი, ამ თემას არ შევჯახებივარ. შემდეგ რომ ვისმენდი ბიჭების საუბარს, მამამ ფეხბურთზე წამიყვანა, მამასთან ერთად სტუმრად ვიყავიო, გული მწყდებოდა. მეც მინდოდა, მოსაყოლი მქონოდა. მაშინ ოთარი თბილისში არ იყო, მოსკოვში იყო და ფიზიკურად ვერ ვხვდებოდით.

მანქანის ტარება დედამ მასწავლა, ფეხბურთზე დედას დავყავდი. მაშინ ამას განვიცდიდი, მაგრამ დღეს მეამაყება, რომ დედამ ყველაფერი საუკეთესო გაგვიკეთა. მამასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ, ერთმანეთს ბევრ რამეს ვუზიარებთ.

კარგია, რომ დედის ამაგს ასე აფასებთ. ალბათ, მის გადაწყვეტილებასაც მხარი დაუჭირეთ, რომ საკუთარი ბედნიერება ეპოვა. 

სხვანაირად როგორ იქნებოდა?! ჩვენ ლამაზი, კეთილი, მზრუნველი, არაჩვეულებრივი დედა გვყავს. ის ყოველთვის იმსახურებს, იყოს ბედნიერი და ვალდებულები ვართ, მის გვერდით ვიყოთ. ზუკა ბოლომდე დედასთან ცხოვრობდა, მის გარეშე ცოტა გაუჭირდა. მე 5 წელია, ცალკე ვცხოვრობ, თუმცა სამივე ერთ უბანში ვართ, ყოველდღიური შეხება გვაქვს და მონატრება არ გვაწუხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g