LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდიამ ბავშვის ცემა კრიმინალურ დანაშაულს მიაკუთვნა

80
-109085099-smackingcharities0310-frame-5322

ამჟამად ბევრ ქვეყანაში მშობლებს და აღმზრდელებს უფლება აქვთ გამოიყენონ ფიზიკური ძალა შვილების დისციპლინისთვის. შოტლანდია ამ ქვეყნების რიგს აღარ მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ფიზიკური დასჯა უკვე აკრძალული ჰქონდათ სკოლებში და სხვა საგანმანათლებლო გარემოში, შოტლანდია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც აკრძალა ბავშვზე ნებიემიერი სახის ძალადობა, იქნება ეს ცემა, თუ „წამორტყმა“ და მას ქვეყანაში, უკვე კრიმინალურ ქმედებად განიხილავენ.

აკრძალვის კანონპროექტი წარადგინა შოტლანდიელმა ჯონ ფინიმ, პოლიციელმა. მას ასევე არაერთი ორგანიზაცია შეუერთდა.

მისტერ ფინი ამბობს, რომ ცემა,  „წამორტყმა“ ბავშვებს ასწავლის, რომ მასზე ძლიერი ყოველთვის მართალია. ეს აკრძალვა, კი ითვალისწინებს იმას, რომ ძალადომა არასოდესაა მისაღები და მას გამართლება არ აქვს, ეს არის უბრალოდ ძალის დემონსტრირება უმწეო ადამიანზე.

მან ასევე თქვა, რომ  ფიზიკური დასჯა ზიანს აყენებს ბავშვის ფსიქიკას. არ არის დისციპლინის ეფექტური ფორმა და ამ ყველაფერთან ერთად დიდი შეურაცხყოფაცაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები