რა ეტაპზეა სამოდელო ბიზნესი საქართველოში? გადაცემის სტუმრები სამოდელო სააგენტო Best Models-ის დირექტორი კახი ხაბეიშვილი და კონკურს „მისტერ ვალენტინის“ ორგანიზატორი თათა ლემონჯავა იყვნენ. საუბარი საქართველოში სამოდელო ბიზნესის მდგომარეობის შესახებ წარიმართა.