LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შპს ”ფლამინგო” ახალ ფერმას აშენებს და წარმოების გაზრდას გეგმავს

218

შპს ”ფლამინგო”  გაფართოებასა და წარმოების 50 ათას ფრთამდე გაზრდას გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორმა, ვიქტორ მაზნიშვილმა განუცხადა, ახალი ფერმის მშენებლობა უკვე დაწყებულია და ის უახლოეს პერიოდში დასრულდება.

”არსებულ ფაბრიკაში 35 ათას ფრთამდე ქათამს ვაწარმოებთ, თუმცა მას შემდეგ რაც ახალი ფერმის მშენებლობა დასრულდება, შევძლებთ წარმოება 50 ათას ფრთამდე გავზარდოთ”, – განაცხადა ფაბრიკის დირექტორმა.

მისი თქმით,  ფაბრიკის მიზანი ძირითადად ქართული ბაზრის ათვისებაა და უახლოეს მომავალში ევროპის ბაზარზე გასვლას არ გეგმავს. ”ვაწარმოებთ სახორცე ბროილერს. ვართ ნედლი ხორცის მწარმოებლები, ანუ ვზრდით ქათამს და ვყიდით ან ცოცხლად, ან დაკლულს. ნედლ ხორცზე მოთხოვნა  ევროპაში არ არის. გარდა ამისა, ექსპორტზე გატანა საჭიროებს ბევრ ლიცენზიასა და დოკუმენტაციას, ამიტომაც ჩვენი მიზანი ქართული ბაზრის ათვისებაა”,- განმარტა ვიქტორ მაზნიშვილმა.

რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას.  ფაბრიკა თანამშრომლობს სუპერმარკეტების ქსელებთან: ”ფრესკო” და ”ზღაპარი“. ამას გარდა, ”ფლამენგოს” ნედლი ქათამი იყიდება თბილისის, გორის და დასავლეთ საქართველოს ქალაქების ბაზრებში. ერთი კილოგრამი პროდუქციის ფასი კი 3,50-დან 5,50 ლარამდე მერყეობს.

შპს „ფლამინგოს“  მეფრინველეობის ფაბრიკა  გორის მუნიციპალიტეტში სოფელ კარალეთში მდებარებს. ამ ეტაპზე ფაბრიკაში 7 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g