LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრი-ლანკაზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

103
შრი ლანკა

კიდევ ერთი აფეთქება შრი-ლანკაზე –  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება ამჯერად დედაქალაქ კოლომბოდან 40 კილომეტრში მდებარე პუგოდას რაიონში მოხდა.

მომხდარის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივ ხელისუფლებაში ასევე ვერ აკონკრეტებენ, უკავშირდება თუ არა მომხდარი ტერორისტულ თავდასხმას.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს შრი-ლანკაზე ტერაქტების სერიის შედეგად 359 ადამიანი დაიღუპა. 500-ზე მეტი საავადმყოფოში რჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g