28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, დახურულია სავაჭრო ცენტრები, ფიტნეს დარბაზები, რესტორნები…
ბიზნესები კი ვარაუდობენ, რომ უმუშევრად ასეულობით ადამიანი დარჩება.
“ბიზნესკურიერი” დაინტერესდა, რა ვითარებაა ამ დროისთვის შრომის ბაზარზე, სად შეუძლიათ დასაქმდნენ ადამიანები, რომლებიც სამსახურს ეძებენ.
როგორც Hr.ge-ს რეგიონალურმა მენეჯერმა განგვიცხადა, შეზღუდვები ჯერ მხოლოდ 2 დღეა ამოქმედდა, თუმცა ვაკანსიების რაოდენობა უკვე საგრძნობლად შემცირებულია.
ამ დროისთვის 1700-მდე ვაკანსიაა ხელმისაწვდომი. ბაზარზე იმდენად დიდი კლებაა, რომ დღიური ვაკანსიების რაოდენობა 80-90-ს არ სცდება.
მოთხოვნაა ქოლ-ცენტრის მიმართულებით, ასევე შედარებით გაზრდილია მოთხოვნა კურიერებზე.