LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომის ბაზარზე საახალწლო, დროებითი ვაკანსიების რაოდენობა იზრდება – Hr.ge

35
cscw

კოვიდპანდემიის ფონზე დასაქმების ბაზარი ისევ პასიურია. თუმცა შეინიშნება საახალწლო, დროებითი ვაკანსიების საგრძნობი მატება. ამის შესახებ Hr.ge რეგიონალურმა მენეჯერმა, ინგა შახბაზიანმა “ბიზნესკურიერთან” საუბრისას განაცხადა.

ძირითადად მოთხოვნაა მოლარეების, კონსულტანტების, პრომო გოგონების მიმართულებით.

ვაკანსიების დღიური მაჩვენებელი ამჟამად ჩამოსულია 70-80 ვაკანსიაზე.

შახბაზიანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ზოგადად ამ პერიოდში ვაკანსიების რაოდენობა იკლებს ხოლმე, თუმცა 15 იანვრიდან, როგორც წესი, ყველა სფერო აქტიურდება.

“გამომდინარე იქიდან, რომ იანვარი არის წლის დასაწყისი, სასტარტო პერიოდი არის ხოლმე დასაქმების კუთხით, თითქმის ყველა ორგანიზაცია ეძებს კადრებს”-ამბობს Hr.ge-ის წარმომადგენელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g