შს მინისტრი განმარტავს, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება საზღვაო ნაღმებთან დაკავშირებით

122
ვახტანგ გომელაური

საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური განმარტავს, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება საზღვაო ნაღმებთან დაკავშირებით.

გომელაურის განცხადებით, საქართველოს გარდა მსგავსი ნაღმები აღმოაჩინეს, თურქეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში.

„ნაღმი მარტო საქართველოში არ აღმოჩენილა – იყო თურქეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, რა თქმა უნდა, უკრაინაშიც. დაახლოებით 40 ერთეული აღმოაჩინეს, 7 ერთეულის განეიტრალება ნატო-ს დანაყოფების მიერ მოხდა. 13 თებერვალს იყო ბათუმში,14 თებერვალს სტამბოლის საზღვაო აკვატორიაში, 23 იანვარს ბულგარეთში და 15 დეკემბერს რუმინეთში აღმოაჩინეს.

შეიქმნა, როგორც სანაპირო დაცვის, ასევე სამაშველო სამსახურების ჯგუფები, მაქსიმალურად ხდება პატრულირება. აღმოჩენის შემთხვევაში თუ რა უნდა მოიმოქმედონ. ეს ცოტა განსხვავებული თემაა. თავდაცვის სამინისტროს ჰყავს წყალქვეშა განაღმვის დანაყოფები, მათ ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს ჩვენს დანაყოფებს.

ასევე შევხვდით მეთევზეებს, რომლებიც იყენებენ ნავებს და გემებს, თუ როგორ იმოქმედონ, მათაც აეხსნათ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა უნდა გააკეთონ ნაღმის აღმოჩენის შემთხვევაში“, – განაცხადა გომელაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები