შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამას, მამუკა ნაცვლიშვილს დღეს, 13:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ მამუკა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„ბატონ გიორგი გახარიას სამინისტროში შევხვდები. დამირეკეს დეტექტივების სამსახურიდან და შეხვედრის შესახებ შემატყობინეს,“ – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
მამუკა ნაცვლიშვილმა გიორგი გახარიას შეხვედრის თხოვნით თავად მიმართა. გახარიამ მასთან შეხვედრის სურვილი დაადასტურა.