LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების კომპონენტის დაფინანსება იზრდება – რატი იონათამიშვილი

ratiionatamishvili

ხვალ პარლამენტში შემოვა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი რედაქცია, სადაც “სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის” დამოუკიდებელი ცხოვრების კომპონენტის დაფინანსება გაიზრდება და დღიური ვაუჩერის ღირებულება 16 ლარის ნაცვლად 30 ლარით განისაზღვრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საკითხის გარშემო ამ დრომდე კონსულტაციები მიმდინარეობდა შესაბამის უწყებებთან.

“დღეს, როგორც არასდროს, საქმის კეთების დროა. ესეც პირველი რეალური საქმე. ზუსტად 2 კვირის წინ “რეალურ სივრცეში” ჩართვის დროს, ნათიამ მთხოვა დამოუკიდებელი ცხოვრების სერვისებისთვის დამეჭირა მხარი. რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი რისკის ქვეშ არ დამდგარიყო. მაშინ ვუთხარი, რომ ეს იყო მისი უფლება და ამ უფლების დაცვა იყო ჩვენი ვალდებულება. მე არ მიყვარს ღია საუბარი, სანამ საქმეს არ გავაკეთებთ და აი, დღეს შემიძლია ვთქვა – ხვალ პარლამენტში შემოვა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი რედაქცია, სადაც “სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის” დამოუკიდებელი ცხოვრების კომპონენტის დაფინანსება გაიზრდება და დღიური ვაუჩერის ღირებულება 16 ლარის ნაცვლად 30 ლარით განისაზღვრება.

მთელი ამ ხნის მანძილზე, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებს აქტიური კონსულტაციები გვქონდა საქართველოა ფინანსთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროებთან. ამ პროცესის მთავარი მხარდამჭერი კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი მამუკა ბახტაძე იყო, რომელიც თამამად ვიტყვი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მთავარი მხარდამჭერი და მეგობარია,” – აღნიშნავს რატი იონათამიშვილი.

დეპუტატი შშმ პირებს სხვა პოზიტიურ სიახლეებსაც პირდება.

აღნიშნული პრობლემის შესახებ აქტიურად საუბრობდა ორგანიზაცია “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” ხელმძღვანელი მარი კორკოტაძე, რომელმაც პარლამენტში არსებულ კომიტეტებს 2019 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიაწოდა. მათ შორის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ შშმ პირებისთვის საოჯახო ტიპის სახლებისთვის დაფინანსების გაზრდა იყო.

ამავე პრობლემაზე “ფორტუნამ” სიუჟეტიც მოამზადა.

 

https://www.facebook.com/rati.ionatamishvili/posts/10218998742429169

magti 5g