LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირთათვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით სარგებლობისთვის ჯარიმა იზრდება

შშმ პირთა

შშმ პირთათვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის სარგებლობის შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის ინიციატორები რატი იონათამიშვილი, სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დაჩი ბერაია და ცოტნე ზურაბიანი არიან.

კანონპროექტის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიასა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ პარკირება 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება.

ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს საურავი 150 ლარის ოდენობით დაერიცხება. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზება განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g