შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ “ღამის მგლების” ერთი წევრი საქართველოში იმყოფება.
როგორც შსს–დან “ფორტუნას” აცნობეს, ის საქართველოში დაანონსებულ პერფორმანსამდე ჯგუფისგან დამოუკიდებლად, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნის ბაიკერებთან ერთად შემოვიდა.
“ფორტუნა” შსს–ს კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
“სოციალურ ქსელში ე.წ. „ღამის მგლებთან“ დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, გაცნობებთ, რომ გუშინ ღამით ბაიკერების – ე.წ. „ღამის მგლების“ 50-იან კაციან ჯგუფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვათ. შსს კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას. ამასთან, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, განვმარტავთ, რომ აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, „ღამის მგლების“ ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, „ღამის მგლების“ ჯგუფის წევრია. აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად, მშვიდობიანი, ტურისტული ან ტრანზიტული მიზნებით, ათობით ბაიკერი კვეთს ქვეყნის საზღვარს. შესაბამისად, კონკრეტული მომენტისთვის შსს-ს არ გააჩნდა საფუძველი აღნიშნული პირის საქართველოში არშემოშვებისთვის. შსს იღებს ყველა ზომას, რომ ამ პირის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით, ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერისახის ინციდენტს”.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც “ღამის მგლების” წევრი თბილისში უკვე “ამოსაცნობი ატრიბუტიკითაა” გადაღებული: