LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: გვაქვს საფუძველი, მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეებში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს

118
აქცია

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევების დასადგენად და მათ მიმართ კანონის აღსასრულებლად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიმართა შეკრება, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. შეკრებამ მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, რის შემდეგაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისად მიიღო პროპორციული ზომები კანონის დაცვის უზრუნველსაყოფად.

შსს: დაკავებულები არიან მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევების დასადგენად და მათ მიმართ კანონის აღსასრულებლად.

ამასთან, გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას.

მიხეილ ყაველაშვილი – როცა საუბარია აქციის დაშლაზე, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მართლაც სამაგალითოა! ბევრს შეუძლია გადაიღოს!

მოვუწოდებთ ყველას, მხედველობაში მიიღონ ეს გარემოება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მათ მიმართ სამართლებრივი ზომების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გიორგი ბოტკოველი: ახლა არ არის თითის გაშვერის, ხელების ჩამოშვების და ბრძოლის შეწყვეტის დრო! ვერც ერთი და ვერც ათი ადამიანი ჩვენს ბედს ვერ გადაწყვეტს

მთავარ სლაიდზე გამოყენებულია რადიო თავისუფლების ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g