LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: ინფორმაცია, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება, არის სიცრუე – რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა

114
BeFunky-collage0კ,პ654=9 - 2025-04-08T010845.109

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება, არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ შსს-ში განაცხადეს.

„რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა. აღნიშნული პიროვნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია“ , – აღნიშნავენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც სისხლი ჩანს. „ფეისბუქის“ მომხმარებლები წერდნენ, რომ „პოლიციამ სავარაუდოდ, ცემა აქციის მონაწილე და წაიყვანეს განყოფილებაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g