აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაკავებულია რვა პირი.
მისივე თქმით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით – 166-ე და 173 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული.
„ყველა პირი, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული – 166-ე და 173 მუხლებით, ზოგიერთ მხოლოდ 173-ე მუხლით, რაც პოლიციის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის. დაკავებულია რვა ადამიანი“, – განაცხადა დგებუაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან „დროას” წევრი შუშანა მაცაბერიძე, „ძლიერი საქართველოს“ წევრი ლუკა ნაცვლიშვილი და „გახარია – საქართველოსთვის“ წევრი ელიზბარ ჩხიკვაძეც.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია გამოცემის ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძეც.
ფოტო: ინტერპრესნიუსი