LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ 14 ოჯახში მოძალადე დააკავა

44

„ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ათეულობით მოძალადე დავაკავეთ და მომავალშიც, მსგავს ფაქტებზე მყისიერად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას,“ – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ, შსს-ს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ლაგოდეხში, რუსთავში, ხაშურში, ნინოწმინდაში, ასპინძის, ახალციხის, ადიგენის და ახალქალაქის რაიონებში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის რაიონის სოფელ წყრუთში მცხოვრებ, ოთხი თვის ორსულ მოქალაქეს მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

უწყების ცნობით, ასევე დადგინდა, რომ ქალაქ ნინოწმინდაში, მოქალაქემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან ძმისშვილს, საკუთარ დედას და რძალს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g