შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ნარკორეალიზატორი დააკავა. ისინი ფონიჭალის დასახლებაში აიყვანეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.
პოლიციამ 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 9 შეკვრად დაფასოებული ე.წ. “სირეცი” ნივთმტკიცებად ამოიღო.
ვიდეო დამკვრელი
Media error: Format(s) not supported or source(s) not found
გადმოწერეთ ფაილი: http://old.fortuna.ge/wp-content/uploads/2017/12/25527415_1875319809446881_2393856913562402816_n.mp4?_=5