LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ადამიანებით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინა – ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

100
ტრეფიკინგი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანებით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინა – ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავეს – აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

გამოძიების ინფორმაციით, მამა-შვილი, 60 წლის და 27 წლის მამაკაცები სომხეთის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს კარგ სამუშაო პირობებს დაჰპირდნენ, დაეხმარნენ დოკუმენტაციის შეგროვებაში და 6 წლის წინ, საკუთარი ავტომობილით საქართველოში ჩამოიყვანეს.

“მიიყვანეს ნინოწმინდის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საქონლის ფერმაში, სადაც მუქარითა და იძულებით უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას. ჩამოართვეს დოკუმენტაცია და ანაზღაურების გარეშე, მრავალი წლის განმავლობაში ამყოფებდნენ მონობის თანამედროვე პირობებში. ბრალდებულები მათ თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ სათვალთვალო ვიდეოკამერებით. დანაშაულის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სომხეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ ფერმიდან გაქცევა შეძლო და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა,”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

magti 5g