LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ და პროკურატურამ უნდა უპასუხონ კითხვებს, ვინ იყო დამკვეთი და ორგანიზატორი – ეკა ბესელია

ბესელიაა

მთავარი კითხვები მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაბარების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მთავარი კითხვაა – ვინ იყო დანაშაულებრივი ქმედების დამკვეთი და ორგანიზატორი.

“გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და არა უსაფრთხოების სამსახური. ასევე პროკურატურა ახორციელებს ზედამხედველობას. ასე რომ, მთავარი კითხვები და გამოწვევა არის ამ ორი უწყების მიმართ, რომელთაც უნდა უპასუხონ მთავარ კითხვას – ვინ იყო დამკვეთი და ორგანიზატორი დანაშაულებრივი ქმედების. ეს არის მთავარი კითხვა და საჭიროა ამაზე პასუხი,” – განაცხადა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g