LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ დააკავა მძღოლი, რომელიც ახალციხეში ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

77

ახალციხეში, სოფელ კლდესთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1985 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„27 სექტემბერს ახალციხეში, სოფელ კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, “მიცუბიში პაჯეროს” მძღოლმა ო. მ.-მ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ღობეს. პირველი შეჯახების შემდგომ დაეჯახა ქვეითად მოსიარულე გ. შ.-ს და პირუტყვს. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გ.შ. გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.

“მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ტარდება კომპლექსური ექსპერტიზები, რომლის შედეგების მიხედვით დადგინდება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი და იმყოფებოდა თუ არა მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g