LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ გამოძიება დაიწყო, მოძრაობა შეფერხებულია: აფეთქება ბუნებრივი აირით არ არის გამოწვეული – “თბილისი ენერჯი“

222
118776243-2456083248025228-1334026998569124165-n

შს სამინისტრო ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს.
გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

პირველადი ინფორმაციით, კლუბ „დეჟავუში” სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

„აფეთქების შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები. მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

კოსტავას ქუჩაზე აფეთქება მოხდა: გარდაცვლილია ერთი, დაშავებულია ორი ადამიანი

 

განცხადება გაავრცელა „თბილისი ენერჯიმაც“.
კომპანიის ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირით არ არის გამოწვეული.

„კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული. კომპანია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებას, სავარაუდოდ, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

 

საავტომობილო მოძრაობასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერიამ გაავრცელა.

“თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილების მძღოლები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან, რაც მელიქიშვილის ქუჩიდან, ვარაზისხევიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების შეფერხებას იწვევს”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g