მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო.
გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.