„სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდი-ს მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შამახია დაკავებულია“, – ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დაადასტურა.
შსს: დაკავებულები არიან მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე
აღნიშნული განცხადება შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დარახველიძის განცხადებით, საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.