LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

124
შსს3

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 37 მილიონ ლარზე მეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები:

23 კილო და 759 გრამი “ჰეროინი”
12 127 ტაბლეტი “სუბუტექსი”
9 კგ კოკაინი
220 გრამი “მდმა”
347 გრამი “მეტადონი”
1 ტონა და 655 კგ კანაფი
1 ტონა და 15 კგ „მარიხუანა“
“მდმა”- ს შემცველი 1000 ტაბლეტი
367 კაფსულა/ტაბლეტი “ტრამადოლი”
“მეტადონის” შემცველი 125 ტაბლეტი
896 გრამი კანაფის ფისი
229 გრამი „ალფა პვპ“
679 კაფსულა „პრეგაბალინი“
260 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება
580 კაფსულა „ფსევდოეფედრინი“

სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

mazda magti 5g