მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოში გაუპატიურების 96 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცველებმა 61 გახსნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, იანვარ-ივლისში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სულ 269 ფაქტი დარეგისტრირდა.
აღნიშნული შემთხვევები გაუპატიურების გარდა მოიცავს ისეთი ტიპის დანაშაულებს, როგორებიცაა სექსუალური ხასიათის სხვადასხვაგვარი ქმედება.
ამასთან, ივლისის თვეში, თბილისში 337 , ქვემო ქართლში 102, აჭარაში 53, კახეთში კი 82 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.
იანვარ-ივლისში საქართველოში სულ 33 058 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც 1 867 ფაქტი (56.49%) სამართალდამცავმა ორგანოებმა გახსნეს.