შინაგან საქმეთა სამინისტროში ცნობით, პოლიციელმა, რომელიც 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავდა, მხედველობა დაკარგა.
როგორც შსს-ში „ფორტუნას“ განუცხადეს, მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბლაგვი საგანი ესროლა.
მათივე ცნობით, შსს-ს წარმომადგენელს მკურნალობა საქართველოსა და თურქეთში უტარდებოდა, თუმცა მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.