შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც საჯარო პირის პირადი ცხოვრების კადრების შესაძლო გავრცელებას ეხებოდა, კანონით დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ.
2019 წლის იანვარში გასული წლების მსგავსად პოლიტიკოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს. კადრების გავრცელების შესახებ პარლამენტის დეპუტატმა დღეს კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
სოციალური ქსელებით გავრცელდა სიბინძურე, რაც მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და დაუსჯელი გახდა, იძლევა საშუალებას, რომ ანგარიშები ასეთი ბინძური ფორმით ასწორონ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
