შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაკავებულთა შორის ორი სტუდენტი გოგოა. ბიჭი კი შსს-ს თანამშრომლებმა მას შემდეგ აიყვანეს, რაც დაკავებული გოგოების შესახებ კითხვები დასვა.
სოციალურ ქსელში ვიდეოს ეკატერინე დემეტრაძე ავრცელებს.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე ღამეა სტუდენტები საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ ღამეებს ათევენ.