LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შსს საჭიროებს შეიარაღებას გარკვეული კანონებით, რომ უფრო ეფექტურად ებრძოლოს ამ საშინელ დანაშაულს, რომელმაც შეიძლება ჩვენი მომავალი მოსპოს“ – გია ვოლსკი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე

132
გია ვოლსკი

პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ, რომლის თანახმად, ნარკოტიკებთან, მათ შორის კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.

ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, „პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება და აცხადებს, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრო საჭიროებს შეიარაღებას გარკვეული კანონებით, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო ეფექტურად ებრძოლოს ამ საშინელ დანაშაულს, რომელმაც შეიძლება ჩვენი მომავალი მოსპოს“.

„პატარა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ემუქრება ეს საფრთხე. უნდა გამკაცრდეს ნარკოტიკების გამსაღებლების, შემომტანების მიმართ ზომები და ადამიანებმა ვინც ამას იყენებს, არ უნდა მისცენ მაგალითები სხვას, რომ ამის დაუსჯელად კეთება შეიძლება“, – აღნიშნავს ვოლსკი.

„ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა“ – მამუკა მდინარაძე

„მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი – ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად“ – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: ნარკოტიკების გაყიდვა გაუტოლდება მკვლელობას და მცირე ოდენობით გაყიდვისთვისაც კი იქნება 12-იდან 20-წლამდე და უვადო თავისუფლების აღკვეთა

საბა ბუაძე: „მინდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართო – თავად გაიარონ სავალდებულო ნარკოშემოწმება, დაიტესტონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g