სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს.