LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: თბილისში საწვავზე ფასების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე 20 პირია დაკავებული

74
sh_s_s

შსს-ის ცნობით, თბილისში, საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე 20 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედებათ ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, მოქალაქეებმა, რომლებიც საწვავზე ფასებს აპროტესტებენ, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ესტაკადები ჩაკეტეს, რასაც ადგილზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა იყო, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

საწვავის ფასების პროტესტის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები