LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავის ფასების პროტესტის მონაწილე რამდენიმე პირი დაკავებულია

226
1648380795-აქცია-1024x576-1

აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილი გმირთა მოედანი პოლიციამ გახსნა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, თბილისში პოლიციამ პროტესტის 16 მონაწილე დააკავა.

აქცია საწვავის გაზრდილი ფასების წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, საიდანაც მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ და მოძრაობა გადაკეტეს.

მცირეხნიანი მიტინგის შემდეგ კი დემონსტრანტებმა გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს და ესტაკადები ჩაკეტეს, რამაც მძღოლების დაპირისპირება გამოიწვია.

აქციის მოთხოვნებია საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა, რაც მონაწილეების განცხადებით, გააიაფებს საწვავის ფასს.

საწვავის ფასებთან დაკავშირებით პროტესტის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ავტომობილით გზა ჩახერგეს, რასაც ხმაური მოჰყვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g