LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავის ფასებთან დაკავშირებით პროტესტის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ავტომობილით გზა ჩახერგეს, რასაც ხმაური მოჰყვა

202
Untitled

საწვავის ფასების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანთან, ესტაკადაზე შესასვლელი გზა საკუთარი ავტომობილებით ჩაკეტეს და ადგილზე მყოფი ავტომობილების მძღოლებს ფიზიკურად გადაეღობნენ, რის შედეგადაც საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ ,,პროტესტი საწვავის ფასს”, ,,არა გაძვირებულ ცხოვრებას” და ,,გამოდით, გამოდით”. ისინი აქციის მონაწილეები ავტომობილების მძღოლებსაც მოუწოდებენ, რომ საკუთარი ავტომობილები გზაზე გააჩერონ. აქციას მოპედებით შეუერთდნენ სხვადასხვა კომპანიის კურიერები.

დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები