LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შთაბეჭდილება მრჩება, რომ შალვა თადუმაძეს ჩემი შვილის საქმის პროკურორები არასწორ ინფორმაციებს აწვდიან – ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე

შთაბეჭდილება მრჩება, რომ შალვა თადუმაძეს ჩემი შვილის საქმის პროკურორები არასწორ ინფორმაციებს აწვდიან, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“გენერალურ პროკურორს, ბატონ შალვა თადუმაძეს შევხვდი. ვისაუბრებთ იმ თემებზე, რაზეც გამაჩნია კითხვები და ეს კითხვები არ ეხება მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელობას. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გენერალურ პროკურორს ის პროკურორები, რომლებიც წარმართავენ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს, არასწორ ინფორმაციებს აწვდიან. სიმართლე გითხრათ, მიჩნდება ასეთი განცდა და ეს თადუმაძესაც ვუთხარი,“ – აღნიშნა თადუმაძემ.

სარალიძის თქმით, დეზინფორმაცია სწორედ საქმის პროკურორებისგან მომდინარეობს. მისივე თქმით, გენერალური პროკურორისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო, მაგრამ თადუმაძე მას საქმის შესწავლას დაჰპირდა.

ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მომავალ სამშაბათს შეხვედრა იგეგმება, რომელსაც საქმის განმხილველი პროკურორები და გენერალური პროკურორი დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები