აშშ-ში გამოჩნდა სამბორბლიანი სახანძრო მანქანა, რომელმაც მეხანძრეების საქმიანობა უფრო მარტივი უნდა გახადოს. ტრანსპორტის ავტორი ორეგონის შტატში მდებარე კომპანია Arcimoto გახდა და სიახლის დატესტვა უკვე დაიწყეს.
სამ ბორბლიან სახანძროებს კალიფორნიაში გამოცდიან და როგორც მისი შემქმნელები ირწმუნებიან, ტრანსპორტის გამოყენებას ყველა ექსტრემალური სამსახური შეძლებს.
ავტომობილი მთლიანად ელექტრონულია, ამიტომ გარემოს არ აბინძურებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ს შეადგენს და ძრავს ერთი დამუხტვით 160 კმ-ს გავლა შეუძლია. ერთადერთი ნაკლი კი რაც სიახლეს აქვს არის ის, რომ მისი გამოყენება დაბალი ტემპერატურის დროს მოუხერხებელია. საქმე ისაა, რომ მანქანას კარებები არ აქვს და შესაბამისად სიცივე არაკომფორტული იქნება.
და ბოლოს, თუკი სახანძროს ტეტს-დრაივი წარმატებით დასრულდება, კომპანია მის სერიულ წარმოებას დაიწყებს.