LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებზე სამ თვეში ბიუჯეტიდან 105.7 მილიონი ლარი დაიხარჯა

114
ფულიი-1

შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2023 წლის პირველ კვარტალში 105.7 მილიონი ლარი დახარჯა. ინფორმაცია ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან გახდა ცნობილი.

დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

ამასთან, შტატგარეშეებთან ერთად გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მათზე ჯამში 509 მილიონის ხელფასები გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 61 მილიონი ლარით მეტია.

2023 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის 2,2 მილიარდი ლარია გათვალისწინებული.

როგორც მთავრობამ დააანონსა, 2023-2025 წლებში საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება.