LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ 2023 წლის პირველ ნახევარში შტატგარეშე თანამშრომლებზე 236 მლნ ლარის ხელფასები გასცა

159
ვ (6)

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 236 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 41 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე ხელფასების რეკორდს წარმოადგენს.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არაა მითითებული, თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში. თუმცა შესრულების ანგარიშიდან ირკვევა ის, რომ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები ყოველწლიურად მზარდია.

შტატგარეშეებთან ერთად, გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. 2023 წლის ნახევარში კვარტალში მათზე ჯამში 1,03 მილიარდის ხელფასები გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 151 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, წელს სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული 113 ათასი ადამიანი ხელფასის სახით ჯამში 2.2 მილიარდ ლარს აიღებს. შესაბამისად, წელს შტატიან და უშტატო მოხელეებზე ბიუჯეტმა უკვე 1.26 მილიარდი ლარის ანაზღაურებები გასცა (მატება 195 მილიონი ლარი).

მთავრობა 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ყოველწლიურად 10%-ით გაზრდას გეგმავს.

 

წყარო: BM.GE