LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შტატი „ჯორჯია“ თუ საქართველო – ვოლმარტის კონსულტანტმა ქართული პასპორტი ხუმრობად ჩათვალა

283
psprtnews

პოპულარული სოციალური ქსელის REddit–ის მომხმარებელმა ნიკით ALTA dumba მეგობრებს უცნაური ისტორია უამბო. რამდენიმე დღის წინ მამაკაცი, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა, ვოლმარტის მაღაზიათა ქსელს ესტუმრა. მას ალკოჰოლის შეძენა სურდა, შესაბამისად კონსულტანტმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვა. ქართველმაც პასპორტი წარადგინა, რასაც ძალიან უცნაური რეაქცია მოყვა. ქალმა ჩათვალა, რომ პასპორტი ყალბი იყო, რადგან მისი აზრით, „ჯორჯია“ შტატია და არა ცალკე სახელმწიფო. საქმეში მალე მაღაზიის მენეჯერი და დაცვის წარმომადგენელიც ჩაერთო და საქართველოს მოქალაქემ ტრანზაქციის დასრულება მხოლოდ მთელი რიგი პროცესების შემდეგ შეძლო.

„მათთვის ვინც არ იცის, არსებობს სახელმწიფო „ჯორჯია“ , ჩვენს ენაზე – საქართველო, რომელიც რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდებარეობს. დაგუგლეთ ხინკალი და ხაჭაპური, ჩვენი სამზარეულო უგემრიელესია.“ – დაპოსტა AITA dumba-მ.

„ვოლმარტის თანამშრომელს ჩემი პასპორტის ნახვისას ეგონა რომ ვხუმრობდი და მითხრა, რომ „ჯორჯია“ შტატია და ცალკე პასპორტი ფიზიკურად ვერ ექნებოდა. უფრო მეტიც, მან სამოქალაქო ომის მხარდაჭერაშიც კი დამდო ბრალი. დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის არსებობა დამემტკიცებინა“, წერს ALTA dumba.

აღსანიშნავია, რომ ქართველის ისტორიამ Reddit–ში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მსგავსი ისტორიები სხვა მომხმარებლებმაც გაიხსენეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები